კახა კინწურაშვილის საამაყო საქციელი

თეატრისა და კინოს მსახიობმა კახა კინწურაშვილმა კოლეგებთან გივიკო ბარათაშვილთან, ირაკლი კვირიკაძესთან და თორნიკე ბზიავასთან ერთად ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში ის პატარები მოინახულა, რომლებსაც ანდრო ჭიჭინაძე სიცილით თერაპიის ექიმ ჯამბაზებთან ერთად დაპატიმრებამდე სტუმრობდა.

ნინო ბოლქვაძე:

“ანდრო ჭიჭინაძის მეგობრები გივიკო ბარათშვილი, ირაკლი კვირიკაძე, კახა კინწურაშვილი და თორნიკე ბზიავა მოვიდნენ ციციშვილის კლინიკაში და ანდროს სახელით და ჩვენი სიცილით თერაპიის ექიმ ჯამბაზებთან ერთად, სანამ ანდრო ვერ ახერხებს ბავშვებთან დაბრუნებას უკანონო პატიმრობის გამო, ბიჭებმა საავადმყოფოს ცივ კედლებში ბავშვებისთვის საოცარი სითბო და სიხარული დაატრიალეს.  დიდი მადლობა ბიჭებს ყურადღებისთვის და ასეთი სითბოს გაზიარებისთვის.  თავისუფლება ანდროს! იმედია, მალე დაგვიბრუნდება ძლიერი და ძალიან ბედნიერი.”

კახა კინწურაშვილი

გივიკო ბარათაშვილი

თორნიკე ბზიავა

ირაკლი კვირიკაძე