ისტორიკოს გიორგი კალანდიას რუსთაველის ფონდის პრემია გადაეცა. ჯილდო მას მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიენიჭა.
2025 წელს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საიუბილეო თარიღი – 20 წლისთავი აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით სიგელები და საპატიო ჯილდოები გადაეცათ რუსთაველის ფონდის პრემიის „მეცნიერებაში შეტანილი წვლილისა და განსაკუთრებული მიღწევებისთვის“ 10 ლაურეატ მეცნიერს, რუსთაველის ფონდის 2025 წლის პრემიის კონკურსის „მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის“ შვიდი სამეცნიერო მიმართულებით გამარჯვებულ ახალგაზრდა მეცნიერს და რუსთაველის ფონდის 2025 წლის პრემიის კონკურსის „ქალები მეცნიერებაში – განსაკუთრებული მიღწევებისათვის მათემატიკის მიმართულებით“ გამარჯვებულ ქალ მეცნიერს.
გიორგი კალანდია:
“დიდი მადლობა შოთა რუსთაველის სახელობის სამეცნიერო ფონდს და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ასეთი დაფასებისათვის, ჩემთვის დიდი პატივია რუსთაველის ფონდის პრემია.”

