გერმანიაში “ურსას” კონცერტი ჩაიშალა

გერმანიის ქალაქ ნიდერკასელში ჯგუფ „ურსას“ კონცერტი ჩაიშალა. “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ჯგუფის კონცერტი ქართველმა ემიგრანტებმა ჩაშალეს:

“გერმანიის ქალაქ ნიდერკასელში დაგეგმილი ჯგუფ „ურსას“ კონცერტი, რომელშიც ქვეყნის მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერი მუსიკოსები მონაწილეობდნენ, ქართველი ემიგრანტების გაძლიერებული პროტესტის გამო ჩაიშალა. ემიგრანტებმა ორგანიზატორებს ღონისძიების ჩატარებაში ხელი შეუშალეს, რის შედეგადაც კონცერტი საბოლოოდ გაუქმდა.
მათი განცხადების თანახმად, აღნიშნული პრეცედენტი, საფუძვლად დაედება ემიგრანტთა მიერ ღირსების, საარჩევნო და სხვა კანონიერი უფლებების დაცვას საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებსა და ქართულ დიასპორებში” – ნათქვამია ემიგრანტების ორგანიზაციის “ერთობა” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.