ქართველი რეჟისორი დათა თავაძე უკრაინაში წავიდა, სადაც ბერტოლტ ბრეხტის “კავკასიური ცარცის წრეს” დგამს. რეჟისორი უკრაინელ მსახიობებთან ერთად კიევში მუშაობს. დათასთან ერთად შემოქმედებით გუნდში კიდევ 2 ქართველია – კომპოზიტორი ნიკა ფასური და მხატვარი ქეთი ნადიბაიძე.
დათა თავაძის სპექტაკლის პრემიერა 20 და 21 დეკემბერს გაიმართება.
