დაიანა ვაშაკიძის ტრიუმფი გერმანულ “ვოისში”

ქართველმა მომღერალმა დაიანა ვაშაკიძემ გერმანულ “ვოისში” ფურორი მოახდინა. მან ბრმა მოსმენების ტურში ბრიტნი სპირსის ერთ-ერთი ჰიტის “Toxic” ორიგინალური ვერსია შეასრულა და ოთხივე მწვრთნელი შემოაბრუნა.