ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი მსოფლიოს წამყვანი თეატრების ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სტუმარია. ქართველი მეცო-სოპრანო კარმენის უბადლო შემსრულებლად არის აღიარებული. მისი კარიერული წარმატება სწორედ კარმენით დაიწყო, როდესაც ანიტამ ლა სკალას 2009 წლის სეზონის გახსნაზე ჟორჟ ბიზეს “კარმენში” მთავარი პარტია შეასრულა.
გაიხსენეთ:
“არტ ინფო” გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც იტალიაში ვერონაშია გადაღებული. ჩანაწერში ჩანს, როგორ ხვდება ანიტას იტალიელი მსმენელი.
