დაუჯერეთ მიხეილ თუმანიშვილს

რეჟისორ მიხეილ თუმანიშვილს ქართულi კულტურის არაერთი ნიჭიერი ხელოვანი ჰყავს აღზრდილი. კულტურა და ხელოვნება მისთვის გამორჩეულად ძვირფასი საგანძური გახლდათ:

“ხელოვნება არ შეიძლება აღმოცენდეს სიძულვილის და ზიზღის ნიადაგზე, იმ ადამიანების მიმართ რწმენის უქონლობის ნიადაგზე, რომლებითაც დასახლებულია დედამიწა…

არ ვეთანხმები იმას, რომ  ჩვენი სამყარო ერთი დიდი ნაგვის გროვაა, (რასაც ხშირად აჩვენებენ ხოლმე თეატრში). მიუხედავად ყველაფრისა, მე იგი მშვენიერი მგონია და მჯერა, რომ შეიძლება უკეთესიც გახდეს…”