რეზო გაბრიაძის „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“

იცით რატომ ჰქვია რეზო გაბრიაძის სპექტაკლს „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“? ამ კითხვაზე პასუხი ხელოვანმა თავად გასცა:

“ხშირად მეკითხებიან თუ რატომ ჰქვია ამ სპექტაკლს „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“. მეორე მსოფლიო ომში საქართველომ 340 000 კაცი დაკარგა. მათ შორის ბევრი ჩემი მშობლიური ქალაქიდან, ქუთაისიდან იყო. ომის შემდეგ ჩვენი ქალაქი სავსე იყო შავებში ჩაცმული დაქვრივებული ქალებითა და დაობლებული ბავშვებით. ამ დროს მეც ბავშვი ვიყავი და მიუხედავად ჩემს გარშემო არსებული დანაკარგისა და სევდისა, ჩემი გული გაზაფხულით იყო სავსე, მაშინ, როდესაც უფროსების გულებში გვიანი შემოდგომა იდგა.”

ფოტოზე: რეზო გაბრიაძის ესკიზის მიხედვით შექმნილი თეატრალური ფარდა სპექტაკლისთვის “ჩემი გაზაფხულის შემოდგომა”