გალაკტიონ ტაბიძის ყველაზე ვაჟკაცური გადაწყვეტილება

გენიალური პოეტის გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებიდან ყველაზე საამაყო და ვაჟკაცური გადაწყვეტილება ავთანდილ ვაშაძემ გაიხსენა:
“1937 წელს, კომპარტიის ბიუროს X ყრილობას, სადაც ლავრენტი ბერიამ მიხეილ ჯავახიშვილს “განაჩენი გამოუტანა”, 643 დელეგატი ესწრებოდა. 643 მწერალი და საზოგადო მოღვაწე ოვაციებით უკრავდა ტაშს ჯავახიშვილის ხალხის მტრად გამოცხადებას. მალევე, ამ 643-დან, 425 დახვრიტეს. დარჩენილებიდან ბევრს თავად გაუსკდა გული, იმის მოლოდინში, მისი რიგი როდის მოვიდოდა.

ერთადერთი კაცი, ვისაც არავინ დაუბეზღებია და ჩეკასთან არ უთანამშრომლია, გალაკტიონ ტაბიძეა.”