ბრიტანელების ულამაზესი მიძღვნა საქართველოს

ბრიტანულმა გუნდმა “ჩვენი ხმები” ინგლისის ქალაქ ლანკასტერში უფასოდ ქართული  სიმღერის კონცერტი ჩაატარა. საღამო მომღერლებმა მიუძღვნეს ყველა ქართველს, ვინც ქუჩაში დგას და პროტესტს გამოხატავს.

ერთ-ერთი სიმღერა მათ მიუძღვნეს “იალონი”-ს გუნდის წევრის, ქალბატონი ნანას შვილს, რომელიც პროტესტის დროს დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს.

გუნდი მთლიანად ბრიტანელებისგან შედგება, რომლებსაც ქართული კულტურა ძალიან უყვართ. ისინი ქართულ სიმღერებს თავისით სწავლობენ.

“არტ ინფო” გიზიარებთ ვიდეოს, სადაც ბრიტანელი მომღერლები “მრავალჟამიერს” ასრულებენ.