მიუხედავად იმის მტკიცებისა, რომ სიმღერა აღარ შეუძლია, ნანი ბრეგვაძის ყოველი გამოჩენა სცენაზე ამ მოსაზრებას აქარწყლებს.
ნიკოლოზ რაჭველი:
“თითქოს უცებ გაირბინეს წლებმა და ზურა შევარდნაძის თბილისურ სამოთხეში გავაცნობიერე, რომ სცენაზე თანხლებას უკვე 88 წლის ასაკში მყოფ ისტორიული მნიშვნელობის მომღერალს ვუწევდი… უკვე ძალიან იშვიათად გამოდის პუბლიკის წინაშე, ის იშვიათი გამოჩენაც აღარ უნდა, მიაჩნია, რომ არც ხმა და არც შემოქმედებითი ენერგია აღარ აქვს შესაბამის ფორმაში, მაგრამ აბა მოუსმინეთ…
ძალიან მინდა რომ კიდევ არაერთხელ მომიწიოს მასთან ერთად იმ უმაგრესი სასიმღერო მუსიკის შესრულება, რომელიც სწორედაც მისთვის და მისი შთაგონებით ქმნიდნენ არჩილ კერესელიძე, ბიძინა კვერნაძე, გია ყანჩელი, ჯანსუღ კახიძე, გიორგი ცაბაძე, ვაჟა აზარაშვილი, პეტრე გრუზინსკი, მორის ფოცხიშვილი და კიდევ არაერთი შესანიშნავი ავტორი…
კიდევ დიდხანს გვყოლოდეს და მითუფო ისეთ საქართველოში, როგორიც ზუსტად ერთნაირად გვინდა და წარმოგვიდგენია.”
“არტ ინფო” გიზიარებთ ვიდეოს, სადაც ქართული ესტრადის დედოფალი გია ყანჩელის სიმღერას “ის აქ არის” ასრულებს.
