დიდებული ინიციატივა ბახვა წერედიანთან დაკავშირებით

ქუჩის მარიონეტების თეატრ „ნიკოლოს“ შემქნელ ბახვა წერედიანთან დაკავშირებით არაჩვეულებრივი ინიციატივა გააჟღერა მისმა მეგობარმა გიორგი ლიპარიშვილმა:

“ბახვა წერედიანის ქუჩის მარიონეტების თეატრ „ნიკოლოს“ შემქნელის, ჩემი მეგობრის სახელობის სტიპენდიის შექმნა, მასწავლებლის მსოფლიო დღეს ტელევიზიაში სტუმრობისას დავაანონსე.
პირველ სტიპენდიას მის შვილს ნიკუშას გადავცემ, მანამ, სანამ მის სწავლასა და განვითარებას მხარდაჭერა დასჭირდება…
თუ ვინმეს სურვილი გექნებათ ამ სტიპენდიის ზრდაში ჩართვის, ის აქ არის.
იცოცხლე ჩემო გარდაცვლილო მეგობარო, ადამიანობის მასწავლებელო, სიკვდილის მერეც იცოცხლე…
წინ, ნიკუშ, წინ… წინ შენი მიზნებისკენ – წინ სპორტისა და გონებისკენ, წინ ევროპისკენ, წინ ბედნიერებიკენ…”