ამერიკული ჯილდო ბექა სიხარულიძეს

მსახიობსა და რეჟისორს ბექა სიხარულიძეს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენმა  ჰაკიმ ჯეფრიმ აღიარების ჯილდო მიანიჭა:

“მინდა გულწრფელი მადლიერება გამოვხატო აშშ-ის კონგრესმენ ჰაკიმ ჯეფრის მიმართ, აღიარების ჯილდოს მონიჭებისთვის, ასევე ნიუ იორკის მერის, ერიკ ადამსის მიმართ, ციტაციის ჯილდოს გადმოცემისათვის!

განსაკუთრებული მადლობა კი ქალბატონ დიანა ბაგრატიონს და “დიანა ბაგრატიონის ფონდს” თანადგომისთვის! დიდი მადლობა დაფასებისთვის!”