ბრიტანული ლიტერატურული პრემია ლია სტურუას

ქართველი პოეტი ლია სტურუა პრესტიჟული ბრიტანული ლიტერატურული პრემიის სარა მაგუაირის ჯილდოს მფლობელი გახდა.
ლექსების კრებულმა „პირიქით“ (On the Contrary) პრიზი საუკეთესო თარგმნილი პოეზიისთვის მიიღო. წიგნი ინგლისურად ნატალია ბუკია-პიტერსმა და ვიქტორია ფილდმა თარგმნეს.
კრებულში ლია სტურუას სხვადასხვა დროს დაწერილი ლექსებია შესული.