ზაქარია ფალიაშვილის ოპერის მსოფლიო პრემიერა იტალიაში

გენიალური კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის ოპერის “აბესალომ და ეთერი” მსოფლიო პრემიერა იტალიაში გაიმართება.

გოჩა კაპანაძე, რეჟისორი:

“15 სექტემბერს იტალიაში ბელინის სახელობის ოპერის თეატრში “აბესალომ და ეთერის” მსოფლიო პრემიერაა!
კიდევ ერთი ქართული საოპერო ხელოვნების აღიარება.

ბრავო, ფალიაშვილი!”

p.s. ზაქარია ფალიაშვილის ოპერის “დაისი” იტალიური პრემიერა ბელინის ოპერაში გასულ წელს გაიმართა.