პოეტმა ვახტანგ ჯავახაძემ უმრავლესობისთვის ალბათ სრულიად უმნიშვნელო, მაგრამ მისთვის უმნიშვნელოვანესი მომენტი 3-სტროფიან ლექსში ძალიან მარტივად, მაგრამ დიდებულად გადმოსცა:კარუსელი
“ტრიალებდა, ტრიალებდა, ტრიალებდა კარუსელი,
ქარს მიჰქონდა ხეების და ხეივნების ნამუსრევი,
ბეღურები ეშვებოდნენ კოპიტების კენწეროდან,
იდგა ძაღლი და გოგონას გაკვირვებით შესცქეროდა…

გოგონა კი ჩამჯდარიყო თავის სათამაშოებთან,
მაგრამ კი არ თამაშობდა, მამას თვალს არ აშორებდა!
მამაც იქვე, სადაც დიდი ჩრდილი ეგდო კოპიტების,
ვიღაც უცნობ მანდილოსანს შეჰყურებდა მორიდებით.

ის უცნობი ძაღლს უმზერდა, ძაღლი იდგა ბეღურებთან,
ძაღლი – გოგოს, გოგო – მამას, მამა იმ ქალს შეჰყურებდა…
ამ მზერაში იყო რაღაც უცნობი და აუხსნელი,
ტრიალებდა, ტრიალებდა, ტრიალებდა კარუსელი!”