,,ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი” აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს ,,ილია თანამედროვე პოეზიაში”.
კონკურსის ფარგლებში ავტორების მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს ილია ჭავჭავაძის შესახებ/თემაზე სპეციალურად საკონკურსოდ შექმნილი ან ჯერაც გამოუქვეყნებელი ლექსი.
კონკურსის მიზანი:
– ილიას ფენომენის/არსისა და იდეის აქტუალიზაცია სალიტერატურო და საჯარო სივრცეში;
– ილიას შესახებ საჯარო დისკურსის ხელშეწყობა და მედიუმად ლიტერატურის გამოყენება;
– ილია ჭავჭავაძის პერსონის და მოღვაწეობის გააზრება და გადააზრება თანამედროვე კონტექსტში, ერთიანი ეროვნული და ევროპული პერსპექტივიდან გამომდინარე.
– ილიას შესახებ ახალი ლიტერატურული/პოეტური ნიმუშების შექმნა და პოპულარიზაცია.
კონკურსის პირობები:
– მონაწილეობის მსურველებმა უნდა შექმნან/დაწერონ და გამოაგზავნონ ილიას შესახებ, მისი მოღვაწოების თემაზე, ან ილიას ნაწარმოებების ინსპირაციით ერთი (ან რამდენიმე) ლექსი (ერთ ავტორს უფლება აქვს სურვილის და შექმნის შემთხვევაში გამოაგზავნოს ერთზე მეტი ნამუშევარი);
– კონკურსში მონაწილეობისათვის არაა შეზღუდული ლექსის ფორმა. ის შეიძლება იყოს ბოლორითმოვანი, კონვენციური, ვერლიბრი, თავისუფალი ლექსი, თეთრი ლექსი და სხვა;
– საკონკურსოდ გამოგზავნილი ლექსი სასურველია შექმნილი იყოს სპეციალურად კონკურსისთვის. თუმცა, ასევე მიიღება ილიას შესახებ ადრე დაწერილი ლექსიც (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თუ ის არ ყოფილა საჯაროდ გამოქვეყნებული;
ასევე, კონკურსი დასრულებამდე, საკონკურსო ლექსი არ უნდა იყოს
დაბეჭდილი ან გამოქვეყნებული წიგნში, კრებულში, ჟურნალში, გაზეთში,
ელ. ჟურნალში, ლიტ.საიტზე, სოც.ქსელში და სხვა. საწინააღმდეგოს
აღმოჩენის შემთხვევაში ნაწარმოები და ავტორი მოიხსნება კონკურსიდან;
– კონკურსის გამარჯვებულ 3 საუკეთესო პოეტურ ნამუშევარს შეარჩევს ლიტერატურისა და კულტურის სფეროს პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული 5-კაციანი ჟიური. ჟიურის წევრების ვინაობა დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი;
– დამატებით ერთი გამარჯვებული ნომინაციაში მკითხველის სიმპათია გამოვლინდება სოციალურ ქსელში მიღებული უმაღლესი შეფასების, დადებითი რეაგირებების (მოწონებების) მიხედვით;
– კონკურსის მიმდინარეობისას ყველა საკონკურსო ლექსი გამოქვეყნდება ორგანიზატორის სოც-ქსელის ოფიციალურ გვერდზე;
– კონკურსში გამარჯვებული თითოეული ავტორი დაჯილდოვდება ლაურეატის სიგელით და ფულადი პრემით -1000 ლარი;
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია:
– ნებისმიერ ქართულენოვან ავტორს;
– კონკურსის მონაწილე სავალდებულოა იყოს საქართველოს მოქალაქე;
– კონკურსის მონაწილე სავალდებულოა იყოს სრულწლოვანი;
– კონკურსის მონაწილეს აუცილებელია გამოქვეყნებული ჰქონდეს ბეჭდური ან ონლაინ სახით კრებულში, ლიტერატურულ პრესასა თუ ნებისმეირი სხვა სახის პერიოდიკაში, ან ნებისმიერ ლიტერატურულ ონლაინ პლატფორმაზე რამდენიმე ლექსი.
საკონკურსო მასალები მიიღება 2024 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით ელექტრონულად, ელ. ფოსტის მისამართზე: poetry-contest@iliafoundation.com
გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითეთ „კონკურსი-ილია”.
ელექტრონული ვერსიის სახით (Word-ის ან PDF ფაილი) საკონკურსო ნამუშევართან ერთად უნდა გამოაგზავნოთ: ავტორის მოკლე ავტობიოგრაფია (CV), პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, ფოტოსურათი (1 ცალი), საკონტაქტო ნომერი.
კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით +995 595090982 ან მოგვწერეთ ელ-ფოსტის საშუალებით.
კონკურსის ,,ილია პოეზიაში” დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება ქ. თბილისში, 2024 წლის 12 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე, ილიასა და აკაკის ძეგლის მიმდებარედ.
პროექტის ავტორი და ორგანიზატორი: „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი“.
პარტნიორი: საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“.
ოფიციალური მხარდამჭერი: ქ. თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახური.