ცოტნე ზედგინიძის შვეიცარიული აღიარება

XXI საუკუნის მოცარტად წოდებული ქართველი პიანისტი და კომპოზიტორი ცოტნე ზედგინიძე შვეიცარიაში ვერბიეს საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე დაუკრავს.

21 ივლისს 15 წლის ქართველი ხელოვანი დირიჟორ ჯეიმს გაფიგანთან და ვერბიეს ფესტივალის ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად კონცერტს გამართავს და ბელა ბარტოკისა და მოდესტ მუსორგსკის ნაწარმოებებს შეასრულებს.

– 21 საუკუნის მოცარტი ევროპას საქართველოდან დაუბრუნდა – ასე აფასებს ცოტნეს  მსოფლიო ლეგენდა, დირიჟორი დანიელ ბარენბოიმი.