მომღერალ ნუცა ბუზალაძეს უდიდესი მისია დაეკისრა – ის ბერი ანდრიას ფონდის კეთილი ნების ელჩი გახდა. ფონდი ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე 13 წელია ზრუნავს. ამ დროის განმავლობაში ფონდმა 700-ზე მეტ ბავშვს გაუწია დახმარება.
ნუცა ბუზალაძე ბერი ანდრიას ფონდის შვილობილების გადაწყვეტილებით, კეთილი ნების ელჩია ამერიკის შეერთებულ შტატებში.
