მსოფლიო ვარსკვლავი ჯეკი ჩანი თავის ცხოვრებისეულ გამოცდილებას პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან წერილში გვიზიარებს:
“როცა მეკითხებიან, ჯეკ, კმაყოფილი ხარ შენი ცხოვრებით? ყოველთვის ერთსა და იმავეს ვპასუხობ:
ერთხელ ძალიან ბრძნული სიტყვები მოვისმინე: არასდროს დაგავიწყდეს, რომ შენი რთული და დამღლელი სამუშაო ყველა უმუშევარის ოცნებაა; შენი ცელქი და მოუსვენარი შვილი – ყველა უშვილოს ოცნებაა; შენი პატარა სახლი – ყველა უსახლკაროს ოცნებაა; შენი მცირე კაპიტალი – ყველას ოცნებაა; შენი ჯანმრთელობა – უკურნებელი სენით დაავადებულების ოცნებაა; შენი მშვიდი ძილი, ელემენტარული საკვები – ყველა იმ ადამიანის ოცნებაა, ვის ქვეყანაშიც ომია; უფალი რომ მალავს შენს ცოდვებს ხალხისგან, – ყველა იმ ადამიანის ოცნებაა, ვისაც საკუთარი ცოდვების რცხვენია, ამიტომ უნდა დააფასო ყველაფერი, რაც გაქვს და ღმერთის მადლობელი იყო, რადგან არავინ იცის, რა იქნება ხვალ.”
