გურამ რჩეულიშვილის უძვირფასესი სიტყვები

მწერალ გურამ რჩეულიშვილის შემოქმედება ისევე ძვირფასია მკითხველისთვის, როგორც მისი ხანმოკლე, მაგრამ ძალიან საინტერესო ცხოვრება.

“არტ ინფო” გიზიარებთ უძვირფასეს სიტყვებს მისი მოთხრობიდან “ალავერდობა”:

,,…მან არ იცის კახეთი, ვისაც, ცივ-გომბორის ქედზე შემდგარს, არ დაუნახავს ალაზნის ჭალიდან ამოვარდნილი ალავერდი… უზარმაზარ სივრცეში არ არის არც ერთი გოჯი, რომელსაც არ სწყალობდეს შემოქმედის დალოცვა, არ არის არც ერთი წერტილი, სადაც ადამიანს, ისტორიის სიღრმიდან დღემდე, მადლობა არ გადაეხადოს მისთვის და არ შეექმნას თავისი შრომით მატერიალურად თუ სულიერად ძლიერი და ღირსეული რამ. ტყის პირას გაგონილი, დაუწერელი, ერთად მოვარდნილი სიმფონიასავით იღვრება თვალის წინ ძველი ციხეები, ეკლესიები, ბურჯები და ამ ეპოქაში ნაშენი ხიდები, სწორი, უგეგმიანესი ალვნებით. ამ გეგმიანობიდან სინათლესავით მოდის შეუჩერებლივ რაღაც ახალი, სიცოცხლისუნარიანი, მისი ეგზოტიკისათვის უცნობი ძალა იპყრობს გუმბათის თავზე მდგომის სხეულს: ახალი, შეუცნობლად კანონზომიერი, შეერთებული გრანდიოზულ უსიტყვო შრომასთან…“