გიორგი გიგაშვილის ამერიკული აღიარება

უნიჭიერესი ქართველი პიანისტის გიორგი გიგაშვილის ცხოვრებაში წარმატებული ეტაპია. ის მსოფლიოში ყველა ხელოვანისთვის საოცნებო  საკონცერტო დარბაზში – კარნეგი ჰოლში დაუკრავს.

31 ოქტომბერს ნიუ-იორკში გიორგი მსმენელის წინაშე პირველად წარსდგება. სადებიუტო კონცერტზე პიანისტი შუმანის, შოპენის, პროკოფიევისა და სკარლატის ნაწარმოებებს დაუკრავს.