ზვიად გამსახურდიას უნიკალური წერილი

რაც დრო გადის, ზვიად გამსახურდიას თითოეული ჩანაწერი სულ უფრო ძვირფასია ქართული საზოგადოებისთვის.

“არტ ინფო” გიზიარებთ წერილს, რომელიც ზვიად გამსახურდიამ 1992 წლის 19 მარტს ედუარდ შევარდნაძეს მიწერა:

“კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის დაწვისთვის თქვენ ქართველი ერი მოგთხოვთ პასუხს, ისევე როგორც ყველაფრისთვის, რაც ჩაიდინეთ.

როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, თქვენ ფარისევლურად განაცხადეთ, რომ სახელმწიფო აღადგენს მუზეუმს. მე კატეგორიულად მოვითხოვ თქვენგან ხელი არ მიაკაროთ შენობას, იგი უნდა იდგეს დამწვარი და გადაბუგული, როგორც თქვენი ვანდალიზმისა და ბარბაროსობის კიდევ ერთი ძეგლი გადამწვარ თბილისთან ერთად.”