ნიკა ქავთარაძისა და დათო ფორჩხიძის მიძღვნა ფეხბურთელებს

იუმორისტმა ნიკა ქავთარაძემ და მომღერალმა დათო ფორჩხიძემ ქართველ ფეხბურთელებს ულამაზესი სიტყვები მიუძღვნეს.

დავით გოგიჩაიშვილი:

“ნიკა ქავთარაძემ და დათო ფორჩხიძემ ადრე, 2006 წელს (თუ არ ვცდები) საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს მიუძღვნეს სიმღერა, სადაც იყო ერთი ასეთი დაუვიწყარი კუპლეტი:

მე მახსოვს მოგება,
მე მახსოვს წაგება,
მახსოვს შენი ქება
და შენი ძაგება,
შენს ყველა მოგებას მე გულში ვინახავ
და როცა აგებ, მე მაინც მიყვარხარ.”