
პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი წლებია მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრშია თავისი წარმატებებით.
კონცერტების სრული ანშლაგებით ჩატარების პარალელურად, ხატია ბრენდის “კარტიე” სახეა – პიანისტი ულამაზესი სამკაულებით სხვადასხვა ღონისძიებებზე იწონებს თავს.
“კარტიემ” ახალი სარეკლამო რგოლი გადაიღო, სადაც ქართველ პიანისტთან ერთად მსოფლიო ვარსკვლავები მონიკა ბელუჩი, დემი მური და სხვა ხელოვანები მონაწილეობენ.
