ფილოლოგი გია მურღულია ადამიანებისთვის ყველაზე მთავარსა და მნიშვნელოვანზე – ზნეობრივ კრიზისზე პატარა, მაგრამ ძალიან საყურადღებო ჩანაწერს გვიზიარებს:
“ერთი ფრაზა, რომელიც ყოველდღე მახსოვს: ეკონომიკურ კრიზისზე უარესი ზნეობრივი კრიზისია.
კარგად უნდა დავუკვირდეთ ამას ადამიანები – რატომ ცხოვრობ, როგორ ცხოვრობ. ეს 2 კითხვა სრულიად უსარგებლო შეიძლება დარჩეს, თუ მესამესაც არ დაამატებ – რისთვის ცხოვრობ.
სიტყვა “ცხოვრება” ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვაა. ცოცხლობს ყველაფერი ამქვეყნად მცენარეც, ცხოველიც, ქვაც, ვარსკვლავებიც, მდინარეც – ყველაფერი ცოცხალია.
ცხოვრობს მხოლოდ ადამიანი, იმიტომ რომ თუ არსებობას სიყვარული და პასუხისმგებლობა არ ახლავს, ისე ის უბრალოდ არსებობაა, უბრალოდ დროში განფენილობაა რაღაც ფორმის და მეტი არაფერი.”
