კლასიკოსი მწერლის ჭაბუა ამირეჯიბის ერთ-ერთი გამორჩეული რომანი “დათა თუთშხია” ნამდვილი საგანძურია. იგი ისეთი თანამედროვე და აქტუალურია, თითქოს დღეს იყოს დაწერილი.
“არტ ინფო” რომანიდან არქიფო სეთურის ერთ-ერთ მონოლოგს გთავაზობთ:
“კაცი შიშსა და მოკრძალებას რომ დაკარგავს, მაშინ გაუბედურდება სწორედ! სიმდიდრეს და ფუფუნებას მოაქვს ყოველგვარი გარყვნილება და უზნეობა. ვთქვათ და მივეცი სპირიდონა დოყლაპიას რომ ვაძლევ იმაზე მეტი, კიდევ უფრო მეტი მოუნდება და რომ აღარ ექნება გაუბედურდება. პარვას და შეიარაღებას მოკიდებს ხელს. რა გამოდის აქედან? კაცისთვის კარგი თუ გინდა არ უნდა გააძღო და გააღორმუცელო.
ხალხს თუ ეტყვი ადამიანი ხარო, რას გეტყვის თუ იცი? ადამიანი თუ ვარ, მაშინ მეც შემიძლია შენი მაგივრობა გავწიო და გამოდი მაქედანო, ცხენი და სახედარი ხარ-თქვა, უნდა ელაპარაკო. ადვილად იჯერებენ ამას. იჯერებენ და წესიერად და ბედნიერად არიან. მაგრამ პირდაპირ კი არ უნდა უთხრა, არამედ შეპარვით, ქარაგმით…”