საქართველოსა და ევროპის ჰიმნები ულამაზესად შეასრულეს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა და მისმა სამხატვრო ხელმძღვანელმა და მთავარმა დირიჟორმა ნიკოლოზ რაჭველმა უნიჭიერეს ცოტნე ზედგინიძესთან ერთად.
მოუსმინეთ ექსკლუზიურად ევროპის დღისათვის შექმნილ ევროკავშირისა და საქართველოს ჰიმნების მუსიკალურ კომპოზიციას და შეაფასეთ.
