ლუკა ჩიქოვანის საამაყო საქციელი

ქართველმა მსახიობმა ლუკა ჩიქოვანმა თითოეული ქართველი სამაგალითო და საამაყო საქციელით გაგვახარა.

კანის 77-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე იტალიაში მცხოვრები ქართველი მსახიობი საქართველოსა და ევროპის დროშებით გამოჩნდა.

ლუკა ფართო საზოგადოებამ რეჟისორ რიდლი სკოტის ფილმში “გუჩის სახლი” მონაწილეობით გაიცნო. ფილმში მსოფლიო ვარსკვლავები ალ პაჩინო, ჯარედ ლეტო, ლედი გაგა,  ჯერემი აირონსი თამაშობენ.