12 მარტი, 2024

სესილია თაყაიშვილის მხიარული ისტორია

ლეგენდარული მსახიობის სესილია თაყაიშვილის ცხოვრებიდან ერთ-ერთ მხიარულ ისტორიას ზურა ქაფიანიძე იხსენებდა, რომელიც ლელა ანჯაფარიძემ მოგვითხრო:

„ ერთ-ერთ გადაღებაზე მსახიობები წინ გაჩერდა შავი ვოლგა, რომლიდანაც გადმოვიდა
კინოსტუდიის ფინანსების დირექტორი სახეჩიძე. სესილიასთან გასაცნობად მეუღლე მოუყვანია. მანქანიდან საოცრად სათნო, ზრდილი და ნამეტნავად დადებითი ქალბატონი გადმოვიდა.

ამ დროს სახეჩიძე ეკითხება სესილიას:
– ქალბატონო სესილია, გადაღების საქმე როგორ მიდის?
– აპარატს დაენძრა, – თქვა სესილიამ.

სახეჩიძის ცოლს ფერი წაუვიდა. სესილიამ შეამჩნია და უკან არ დაიხია:

– თქვენა ხართ ამის ცოლიო? – ჰკითხა.

სახეჩიძემ ბოლო ძალა მოიკრიბა და:

– ჩემი ცოლია, ქალბატონო სესილი, – უთხრა.

სესილია გამშრალ და ფერდაკარგულ ქალს მიუტრიალდა:
– მერე, არ გეშინია, კინოსტუდიაში ამდენი ბოზები რომ არიან და
შენი ქმარი იქ მუშაობსო?!

სახეჩიძის მეულე მოსასულიერებლად მეუღლის ვოლგაში ჩასვეს. წასვლის წინ ის დაპირდა ქალბატონ სესილიას – „ხვალ ან ზეგ გამოგივლით და ჩვენს ოჯახში ვივახშმოთო”.
იმის შემდეგ ათი ხვალე და ზეგ გავიდა და სახეჩიძე აღარ გამოჩენილა…”