13 მარტი, 2024

გაიცანით სულ სხვანაირი გრიშა ონიანი 

გრიშა ონიანის ხსენებაზე უმრავლესობას მისი პოლიტიკური განცხადებები და უხამსი გამონათქვამები ახსენდება, თუმცა “არტ ინფოს” გაზიარებული ვიდეოთი სულ სხვა გრიშა ონიანს გაიცნობთ. იგი გოგლა ლეონიძის ლექსს” ყივჩაღის პაემანი” საოცრად კითხულობს.

“ყორღანებიდან გნოლი აფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი მუხრანის ბოლოს,
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.

ქსანზედ, არაგვზედ ისევ ყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.

ხოხბობას გნახე, მიწურვილ იყო,
როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა.

ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე
შემოვამტვერე გზები ტრიალი,
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი,

მაგრამ თვითონაც დაილეწება,
დაბადებულა ვინც კი ყივჩარად,
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი
თავი შუაზე გადამიჩეხა.

მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას
ვეღარა ვხედავ სისხლით ვიცლები,
როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი
ქართლის ხეობებს ასდის ნისლები.

მოდი, გეძახი ათასწლის შემდეგ
დამლახვროს ელვამ შენის ტანისა,
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა.”