20 თებერვალი, 2024

გაიცანით უნიჭიერესი თამარ ფეიქრიშვილი

თამარ ფეიქრიშვილი ქართველი მხატვარია, რომელიც უამრავი პერსონალური და ჯგუფური გამოფენის მონაწილეა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ის პროფესიით სცენოგრაფია. მისი ხელოვნებით დაინტერესება ადრეული ასაკიდან დაიწყო.  თამარის ნახატების პირველი შემფასებლები მისი პედაგოგები იყვნენ.

ხელოვანი რუსთავის კრეატიული განათლების სამხატვრო სტუდია “კრეატივის” დამფუძნებელი, ახალგაზრდა და მოზარდ მხატვრთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, სახვითი ხელოვნების პედაგოგი, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, თბილისის არტ მეგობართა გაერთიანების წევრი, რუსთავის მხატვართა გაერთიანება გამას წევრია.

რუსთაველი მხატვრის ნაშრომები ჟანრობრივად პოპ არტია აბსტრაქტული სიურეალიზმის შერწყმით:

“საქართველოში ხელოვნება დროდადრო ვითარდება და მეტ აქტუალობას იძენს . ცნობადობა მეტად გაიზარდა კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების, რაც სასიკეთო სვლააა იმისათვის, რომ ხელოვნება კიდევ უფრო აყვავდეს ჩვენ სამშობლოში.

ყველაზე ძვირფასი ჯილდო ჩემთვის არის საფრანგეთიდან, პრაღა, ჩეხეთი, გერმანიიდან და საქართველოდან ოქროს ვარსკვლავი ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ასევე საქართველოს წარმატებულ ადამიანებში შესვლა.

ამჟამად ველი ევროპის უმაღლეს ჯილდოს, რომელიც უკავშირდება აღორძინების ეპოქის ტიტანის სახელს -ლეონარდო და ვინჩს.

ხელოვანისთვის ყველაზე დიდი წარმატება და ჯილდოა საქმე, რომლის გარეშეც ვერცერთი დღე ვერ ცხოვრობს,  ეს იგივეა იყო საკვების და წყლის დარეშე. 17 წელიწადია ფუნჯი არ გამოგდია ხელიდან და რა უნდა მოხდეს, რომ საყვარელ საქმეს ვუღალატოო და უარი ვთქვა. ვარ პედაგოგი და მსურს მომავალ თაობას ვუსურვო დიდი შრომა და დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე მედგრად და მყარად ყოფნა.
ამჯერად ჯგუფურ გამოფენებში ვარ ჩართული. პერსონალური გამოფენა თვეების უკან მქონდა და ჯერ სტარტი ავიღე . ვხატავ.”