ბაჩანა ხალვაშის ნამუშევრები ხელოვნების სასახლეში გამოიფინება

28 თებერვალს, 19 საათზე ხელოვნების სასახლეში გაიხსნება ბაჩანა ხალვაშის ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით – “ორი ამბავი”.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მარიონეტები სპექტაკლებიდან: მოლიერის “მიზანთროპი” და ბიბლიის “მეფეთა ცხოვრება”. აღნიშნული სპექტაკლები, მისი ხელმძღვანელობით, 1984-1992 წლებში იდგმებოდა თბილისის თეატრალური უნივერსიტეტის მარიონეტების ექსპერიმენტალურ თეატრში.

საგამოფენო სივრცის მეორე დარბაზი დაეთმობა აბსტრაქტულ კალიგრაფიული კომპოზიციებს;

“ყველაზე ლამაზი ხაზი ისაა, რომელიც არაფერს არ გამოსახავს … თუ არ გამოხატავს … ან თითქოს არ გამოსახავს, მაგრამ იხელთებს უმთავრესს… თვითონ ხდება რაღაც ახალი ენა…”
გრაფიკოსი, კალიგრაფიისა და თოჯინების ოსტატი: ბაჩანა ხალვაში
დიზაინერი: ლუკა გოცირიძე
გამოფენის კურატორები: თამთა ახალკაცი, თიკო საჩალელი, ლალუ ხოსიტაშვილი
თოჯინების ფოტოების სერია: ჯუდა-ხატია ფსუტური.