13 იანვარი, 2024

“მგზავრების” ფურორი ამერიკაში

ქართულმა ჯგუფმა “მგზავრები” ამერიკაში, კალიფორნიაში ჩატარებულ საერთაშორისო მუსიკალურ დაჯილდოებაზე ნამდვილი ფურორი მოახდინა.

ლოს-ანჯელესში დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე ჯგუფის კლიპი “WALTZ” – “ვალსი” 3 პრიზით დაჯილდოვდა.

“მგზავრების” სიმღერაზე ვიდეორგოლი რეჟისორმა ლადო კვატანიამ გადაიღო.

“ვალსი” – ეძღვნება ჩვენგან წასულ ახლობლებს, რომლებიც გარდაცვალების შემდეგაც კი არ გვტოვებენ.