აკა მორჩილაძე და დათო ტურაშვილი ოქსფორდის ლიტერატურულ ფესტივალზე

კითხვის დრო: 1 წთ.

ქართველი მწერლების აკა მორჩილაძისა და დათო ტურაშვილის კიდევ ერთი წარმატება –  ისინი ოქსფორდის ლიტერატურულ ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას.

ფესტივალის ახალ პროგრამას „ქართული ლიტერატურა და კულტურა“ ჰქვია . აკა მორჩილაძე და დათო ტურაშვილი დამსწრე საზოგადოებას მოუთხრობენ სტალინურ მემკვიდრეობაზე, საკუთარ შემოქმედებაზე, ისაუბრებენ თავიანთ გამოცდილებაზე როგორც საბჭოთა, ისე პოსტ-საბჭოთა საქართველოში.

ქართველი მწერლების შეხვედრა შელდონიანის თეატრში 17 მარტს გაიმართება.

Artinfo.ge