1 დეკემბერი, 2023

ჟანრი ლოლაშვილის უძვირფასესი სიტყვები

თეატრისა და კინოს უნიჭიერესი მსახიობისთვის ჟანრი ლოლაშვილისთვის ამ ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი არის დრო:

“ადამიანებთან ურთიერთობა ხომ საოცრებაა – გენიალურია. პირადად ჩემთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი არის დრო. დროს ჩვენ ვჩუქნით ერთმანეთს. კი არ ვფლანგავთ – ვჩუქნით! ვჩუქნით იმ დროს, რომელიც ღმერთმა გვიბოძა ამ ქვეყნად საცხოვრებლად. ეს დრო მწირია, ცოტაა… ამ დროს ჩვენ ვჭრით, ვკემსავთ, ვაქუცმაცებთ და დიდსულოვნად ვჩუქნით ერთმანეთს.

აი, ეს არის ურთიერთობა, ამიტომაც არის გენიალური!”