4 დეკემბერი, 2023

ოთარ ჭილაძის საუკეთესო წერილი ნიკოლოზ ბარათაშვილზე

მწერალი ოთარ ჭილაძე გენიალურ პოეტზე ნიკოლოზ ბარათაშვილზე ჯერ კიდევ 1968 წელს წერდა:

„მინდა ბარათაშვილზე რამე დავწერო, ძალიან მინდა, მაგრამ ძნელია, აუტანლად ძნელია.
არ შეიძლება ქარიშხალს ისე ჩაკიდო ხელი, არ გაგათრიოს.
არც ის შეიძლება, მდინარეს შესართავში დაუხვდე და უკან დააბრუნო.
არც დუმილი შეიძლება.
„მერანი“ ქართული სულის თავგადასავალია.
თბილისში ბარათაშვილის ძეგლი რომ იდგეს, ახალგაზრდობა იმ ძეგლთან რომ იკრიბებოდეს და „მერანს“ ხმამაღლა კითხულობდეს, მაშინ…“