29 დეკემბერი, 2023

ილიკო სუხიშვილის მიმართვა 

ანსამბლ “სუხიშვილების” ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილის ათასობით ერთგულ მაყურებელს მიმართავს:

“ყოველი ჩვენი ყოფითი მოძარობა, გადაადგილება, ფეხის გადადგმა, ნაბიჯი, გახედვა-გამოხედვა – ეს არის ჩვენი  ეთნიკა და აქედან იწყება ფოლკლორი. ყველაში ეს დევს. ქართველის ჩვეულებრივი ბუნებრივი მდგომარეობა არის როცა მღერის და როცა ცეკვავს, როცა უკრავს, როცა ლექსს წერს.

ტელეფონით გადაიღეთ ხოლმე, მაგრამ უყურეთ თვალებით და დააკვირდით ჩვენს მოძრაობებს, ნუ უყურებთ ტელეფონის ეკრანებში, ჭეშმარიტი, ნამდვილი, ცოცხალი მინდა რომ დაინახოთ და კარგად დააკვირდეთ ჩვენს თითოეულ მოძრაობას. ”