2 დეკემბერი, 2023

აბსოლუტური ჭეშმარიტება დავით გოგიჩაიშვილისგან

დავით გოგიჩაიშვილი საავტორო კურსს “ადამიანების მენეჯმენტი” უძღვება და ათასობით დაინტერესებულ ადამიანს უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას აწვდის.

“არტ ინფო” გიზიარებთ ვიდეოს, სადაც დავითი აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ამბობს:

“ყველა ბავშვი არის გენიოსი, ყველა ბავშვი არის მეცნიერი, მხატვარი, ლიდერი, ჩემპიონი, უბრალოდ ჩვენ ვასწავლით ხოლმე სტანდარტულობას, ანუ გაჩერებას…

მშობლები ვინც ბრძანდებით, დამეთანხმებით, რომ ბავშვი როდესაც ახალ ნივთს, მისთვის უცნობ ნივთს აიღებს, აინტერესებს, შეისწავლის რას შვრება ეს ნივთი სხვა ნივთებთან მიმართებაში.  აღმოაჩენს, ამუღამებს, რომ მაგალითად, რაღაც ნივთები, როცა დააგდებს იატაკის ზედაპირზე, ან მიწაზე დავარდნის დროს ტყდება, ზოგი ნივთი არ ტყდება. და ამ აღმოჩენებს აკეთებს ხოლმე. თუმცა  როცა მაცივრიდან კვერცხს გამოიღებს, დააგდებს და გატეხავს, ჩვენს აუცილებლად მივალთ და ვეტყვით, რომ  ეს აღარ გააკეთოს და ასე ვასწავლით მოქცევას. მაგრამ შემდეგ სკოლაში როცა ინტერესს აღარ გამოხატავს გვიკვირს – ვაიმე, საერთოდ არ აინტერესებს ფიზიკა… როცა ძალიან აინტერესებდა, ჩვენ ვასწავლეთ გაჩერება…

თუ დავემსგავსებით ბავშვებს, შეუჩერებლები ვიქნებით. ეს შეუჩერებლობა არ ნიშნავს ამ სიტყვის მხოლოდ პირდაპირი მნიშვნელობით გაგებას, ანუ მოუსვენრობას, შეუპოვრობას, რამდენჯერაც წავიქცევით იმდენჯერ ადგომას და მსგავს თვისებებს. არამედ შეუჩერებლები ვართ მაშინ, როცა ჩვენი ეს უნიკალური ტალანტი რაღაც ფორმით რეალიზდება. შესაბამისად, ზოგისთვის შეუჩერებლობა შეიძლება ნიშნავდეს, პირიქით,  სიმშვიდეს და მშვიდად საქმის კეთებას, ზოგისთვის შეიძლება ნიშნავდეს სხვებზე ზრუნვას, ბავშვებთნ ერთად დროის გატარებას, ან მოხუცებთან ერთად დროის გატარებას და მათზე ზერუნვას…

ასაკში ჩვენი სინანულის ძირითადი ნაწილი დაეთმობა იმ პერიოდებს, როცა გაჩერებულები ვიყავით და არა იმ პერიოდებს, როდესაც შეუჩერებლები ვიყავით. პარადოქსი ისაა, რომ ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები და მერე ნელ-ნელა ვსწავლობთ გაჩერებას.”