8 ნოემბერი, 2023

ნინი ბრეგვაძის საამაყო ვიდეო

ქართველი მომღერალი ნინი ბრეგვაძე ამერიკულ “ვოისში” მონაწილეობს და ტურიდან ტურში სულ უფრო აოცებს მწვრთნელებსა და მსმენელს.

ნინიმ წარმატებით გაიარა ბრმა მოსმენების შესარჩევი ტური, მოიგო რინგის ტური და ახლა უკვე ნოკაუტის ტურის გამარჯვებულია.

ქართველმა მომღერალმა არაჩვეულებრივად შეასრულა ლეგენდარული ინგლისური როკ-ჯგუფის “რედიოჰედის” სიმღერა:

“ძვირფასო მეგობრებო, მოვიგე ნოკაუტი და ვარ ძალიან ამაყი. არა იმიტომ, რომ ნოკაუტოს გამარჯვებული ვარ, არამედ იმიტომ, რომ მომეცა საშუალება მემღერა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. მიყვარხართ, თქვენი ნინი.”