30 ნოემბერი, 2023

მორიგი სასიხარულო ამბავი ხელოვნების სასახლიდან

ხელოვნების სასახლე ქართული კულტურის გულშემატკივრებისთვის მორიგ სასიხარულო ამბავს ავრცელებს:

“მორიგი სასიხარულო ამბავი, ჩვენი სამუზეუმო კოლექცია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ძვირფასი საგანძურით შეივსო. თქვენს წინაშეა ე.წ ათონური ხელოვნების ჯვარი. ბზის ხისგან მიკროსკოპული სიზუსტით გამოთლილი მაცხოვრის ჯვარცმისა და ნათლისღების სცენებით. ჯვრის კორპუსი ჩასმულია მოოქრულ ვერცხლში, ბრწყინვალე მინანქარში  და გაფორმებულია კეთილშობილი ქვებით. თუმცა ამ ჯვარს აქვს გამორჩეული ისტორიული დატვირთვა – ის დიდ ქართველ მწერლებსა და დრამატურგებს გიორგი ერისთავსა და დავით ერისთავს ეკუთვნოდათ. გიორგიც და დავითიც სწორედ ამ ჯვრით მონათლულან.

აღნიშნული რელიკვია კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის მხარდაჭერით ხელოვნების სასახლემ დავით ერისთავის შთამომავლებისაგან შეისყიდა, ძვირფასი ექსპონატი უახლოეს დღეებში ხელოვნების სასახლის საგანძურში გამოიფინება.”