14 ოქტომბერი, 2023

გაიზიარეთ ნანა ცინცაძის სიხარული

პოეტ ნანა ცინცაძის შემოქმედებას ათასობით მკითხველი ჰყავს არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც.

სტამბულში არსებული ქართული ენის ცენტრმა ნანა ცინცაძე დააჯილდოვა:

“ყველაფერი იწყება, აღწევს პიკს და მთავრდება… არ მთავრდება მხოლოდ სიყვარული. ჰო, ასეთი დაუმთავრებელი სიყვარულის დღე მაჩუქეს სტამბულში ქართული ენის ცენტრის დირექტორმა, ბატონმა ეშრეფ ილმაზ მახარაძემ, ბატონი ილმაზის მოადგილემ, არაჩვეულებრივმა, დანახვისთანავე ჩემს მეგობრად გადაქცეულმა ეკა სურამელმა, უამრავი ქართული ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა და თითოეულმა იმ ემიგრანტმა, რომელთა სიყვარული და აღფრთოვანების გამომხატველი სიტყვები ულამაზეს მოგონებად შემორჩება ჩემ გონებას.

განსაკუთრებული მადლობა საქართველოს კონსულს თურქეთში ბატონ ალექსანდრე ჯიშკარიანს. ქედს ვიხრი თითოეული თქვენგანის წინაშე და გაგიმხელთ: 8 ოქტომბრის მერე მინდა უკეთესი ვიყო.”