5 ოქტომბერი, 2023

აასრულეთ ომარ მხეიძის ოცნება

ანსამბლ “სუხიშვილების” ოქროს ხანის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოცეკვავემ ომარ მხეიძემ მომავალ თაობებს სანუკვარი ოცნება გაანდო:

“დიდი გულის ტკივილიდან, შიშიდან გამომდინარე, ერთ რამეზე ვოცნებობ. ოდესმე, მრავალი წლის, ან თუნდაც საუკუნის შემდეგ. ქართველი, ლამაზი ქალ-ვაჟი მოვიდეს ჩემს სამუდამო განსასვენებელთან და ჩამომძახოს, ომარ! მშვიდად იძინე, ქართულ ცეკვას ისევ ქართული ჰქვია, ქართულ ცეკვაში ქართველი კაცი ისევ გიჟმაჟია, ქართველი ქალი ისევ ჰაეროვანი, ნაზი და მომხიბლავი.

ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვერ წაგვართვეს, ისევ ჩვენია, ისევ ქართული ჰქვია და ამით ვჯობივართ მთელ მსოფლიოს.”