მომღერალმა ტატო გოდერძიშვილმა ყაზახეთში მუსიკალურ პროექტში “Voice” მიიღო მონაწილეობა, სადაც ნამდვილი ფურორი მოახდინა – შოუს ოთხივე მწვრთნელი შემოაბრუნა.
პროექტის პირველ ტურში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 120 კონკურსანტი მონაწილეობდა, მათგან მეორე ტურში 25 მონაწილე გადავიდა. ოთხივე მწვრთნელის მოწონება კი მხოლოდ ორმა მომღერალმა დაიმსახურა – ერთ-ერთი ტატო გოდერძიშვილია.
ყაზახური “ვოისის” მეორე ტური სექტემბერში გაიმართება.
საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი ტატო გოდერძიშვილი 4 საერთაშორისო მუსიკალური პროექტის გამარჯვებული და 7 გრან პრის მფლობელია. მან სხვადასხვა კონსურსში პირველი ადგილი 13-ჯერ მოიპოვა.