5 სექტემბერი, 2023

გაიზიარეთ მირიან ხუხუნაიშვილის სიხარული

1mirian-xuxunaishvili.jpgუნიჭიერესი ახალგაზრდა დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი პირველი ახალგაზრდა დირიჟორი იქნება, რომელსაც ერთწლიან მენტორობას მაესტრო  ქრისტოფ ეშენბახი გაუწევს:

“სიხარულით გიზიარებთ, რომ მაესტრო ქრისტოფ ეშენბახის ახლად დაფუძნებული ფონდის კომისიამ შემარჩია და მე ვიქნები პირველი ახალგაზრდა დირიჟორი, რომელსაც, პროგრამის ფარგლებში, ერთ წლიან მენტორობას გამიწევს თვითონ მაესტრო. გარდა ამისა, მასთან ერთად მივიღებ მონაწილეობას კონცერტებში და ჩემი პროფესიული კარიერის განვითარებაზე იზრუნებს მისი გუნდი!

ჩემი ოფიციალური წარდგენა მოხდება 7 სექტემბერს, ვროცლავში, საერთაშორისო ფესტივალის “Wratislavia Cantans”-ის საინუგურაციო კონცერტზე, სადაც ვიდირიჟორებ Tan Dun-ის Passacalia-სა და პენდერეცკის “Kosmogonia”-ს, რომელიც დაწერილია დიდი სიმფონიური ორკესტრისთვის, გუნდისთვისა და სოლისტებისთვის.

მაესტრო მეორე განყოფილებაში იდირიჟორებს ბეთჰოვენის “პასტორალურ” სიმფონიას.”