სოფიკო ჭიაურელი მსოფლიო ფოკუსში

ლეგენდარული მსახიობი სოფიკო ჭიაურელი მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრშია.

Google news აქვეყნებს ყველა დროის 10 ყველაზე ვიზუალურად მომხიბვლელ ფილმს,  რომლის გარეკანიც სოფიკო ჭიაურელის პორტრეტითა და სერგო ფარაჯანოვის გენიალური ფილმის  “ბროწეულის ფერი” პოსტერით იწყება.

მას მოსდევს ალფრედ ჰიჩკოკი, სტენლი კუბრიკი, ალეხანდრო ხოდოროვსკი და  დარიო არჯენტონო …

დერგო ფარაჯანოვის ფილმი თავდაპირველად “საიათ-ნოვას” სახელწოდებით გამოვიდა, რადგან ფილმი ცნობილ თბილისელ აშუღზე საით-ნოვაზეა.

რეჟისორის ნამუშევარი ფედერიკო ფელინიმ, ჟან-ლიუკ გოდარმა და მიქელანჯელო ანტონიონიმ შედევრად აღიარეს. საბჭოთა მთავრობამ ფარაჯანოვის კინოსურათი აკრძალა, რეჟისორი კი დააპატიმრა და გადაასახლა.

“ბროწეულის ფერში”, რომელიც XX საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად არის აღიარებული, მონაწილეობენ გიორგი გეგეჭკორი, მედეა ჯაფარიძე, სპარტაკ ბაღაშვილი, სოფიკო ჭიაურელი, რომელიც ფილმში ექვს როლს თამაშობს.