18 აგვისტო, 2023

ნიაზ დიასამიძის მთავარი სათქმელი

მომღერალი ნიაზ დიასამიძე მთავარ სათქმელს ყოველთვის თავისი შემოქმედებით – სიმღერებით ამბობს.

მისთვის ამ ცხოვრებაში უმთავრესი სიყვარულია და გვირჩევს, მუდამ სიყვარულით ვიცხოვროთ, რადგან “სიყვარული თუ გაქრება, მზე იტირებს და ჩაქრება…”

2011 წელს დაწერილი სიმღერა და მისი ტექსტი, რაც დრო გადის, სულ უფრო მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის:

“დრო დროზე ჩქარა მიქროდა,
დრო არაფერზე ფიქრობდა,
ფიქრი რათ უნდა დროს?
დროს როცა უნდა თოვს.

სიყვარული თუ გაქრება
მზე იტირებს და ჩაქრება,
ჩვენ ვერ გავიგებთ რა ხდება
გაჩერდება დრო.

დრო დროზე ჩქარა მიქრის,
დრო აღარ გვაქვს ჩვენ ფიქრის
ერთად თუ არ ვართ დღეს
ხვალ შენც გაქრები და მეც.

სიყვარული თუ გაქრება
მზე იტირებს და ჩაქრება
ჩვენ ვერ გავიგებთ რა ხდება
გაჩერდება დრო.”