ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი წელს მე-80-ედ საზეიმოდ გაიხსნა და წითელ ხალიჩაზე არაერთმა ცნობილმა ვარსკვლავმა გაიარა.
საპატიო სტუმართა შორის იყო ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი, რომელიც მსოფლიო დონის კინოფესტივალს სისტემატურად სტუმრობს.
ხატიამ ათასობით გულშემატკივარს ავტოგრაფები დაურიგა და ფოტოგრაფებისთვის ულამაზესი შავი კაბითა და კარტიეს უძვირფასესი სამკაულებით იპოზიორა.