31 ივლისი, 2023

ყველაზე სამართლიანი გოგა ჩანადირი

ყველაზე სამართლიანი გოგა ჩანადირიფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი ყველაზე სამართლიანია, როდესაც თითოეულ ქართველს მთავარს შეგვახსენებს:

“ძალიან მაკვირვებენ ის ადამიანები, რომლებიც გაიძახიან, რუსეთი ოკუპანტიაო და პირზე პრივეტ და პაკა, პროსტა და ვაბშე, ზაგარი და ბასეინი, პერევალი და ტუნელი, ბახილები და ტუფლები, ხარაშო და სპასიბა, მაროჟნი და სემიჩკა, გიფსი და კარდონი, კარობკა და გლუშიტელი, პრობკა და სვეტაფორი და სხვა მისთანები აკერიათ.

ოკუპაციისგან გათავისუფლება საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ, თორემ რუსეთისგან სულ დაპყრობილები ვიქნებით.”