მიუხედავად იმისა, რომ მსახიომბა დათო აგიაშვილმა მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთ ფილმში – “განგაში”, ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ მაყურებელს სამუდამოდ შეეყვარებინა.
დათო აგიაშვილი ცნობილი მწერლის ნიკა აგიაშვილის შვილი გახლდათ, 90-იან წლებში საქართველოდან წავიდა და ამერიკაში მოულოდნელად გარდაიცვალა.
ამირან ლაზარე სინაურიძე:
“1949 წლის 28 ივლისს, თბილისში, მწერალ ნიკა აგიაშვილის ოჯახში დაიბადა ცნობილი ქართველი კინორეჟისორი და სცენარისტი დათო აგიაშვილი, რომელიც 2014 წლის 12 თებერვალს, ლოს-ანჯელესში, 65 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა.
იგი გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, ოჯახთან ერთად აშშ-ში, კალიფორნიაში ცხოვრობდა. მისი უფროსი შვილი, ნიკა აგიაშვილი კინორეჟისორია,მეორე ვაჟიშვილი, რომელსაც ჰოლიუდში ჯორჯ ფინის სახელით იცნობენ, – კინომსახიობი და სცენარის ავტორი, ხოლო ქალიშვილი მაია – კინომცოდნე.
1968 წელს დათო აგიაშვილმა მთავარი როლი შეასრულა რეჟისორ ნიკოლოზ სანიშვილის ფილმში “განგაში”. მისი ბოლო ფილმი თბილისს მიეძღვნა.
ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს დათო აგიაშვილის სპეტაკ სულს!”